Homo – მაგნატი

„რამდენიმე წლის წინ ჩემს პოეტურ-შემოქმედებით ცხოვრებაში დადგა კრიზისული პერიოდი: უკვე არსებული – საყოველთაო მოხმარების – მეტრული და რიტმული არსენალი ჩემთვის კომფორტული აღარ იყო ინტერნალური სამყაროს ტექსტუალური პროეცირებისთვის. საკითხი ასე დადგა: ან უნდა შემეწყვიტა წერა (რაც შეუძლებელი იყო), ან უნდა მივყოლოდი დინებას და დავტანჯულიყავი იმით, რომ პოეტური თვითგამოხატვის შინაგანი აუცილებლობა და გამოხატვის საშუალებები აცდენილი იქნებოდა ერთმანეთს (რაც, ასევე, შეუძლებელი იყო), ან უნდა შემექმნა საკუთარი მეტრულ-რიტმული არსენალი, მე ეს უკანასკნელი ვარჩიე.
ქართული ვერსიფიკაციის – ამ მრავალსაუკუნოვანი და უკიდურესად მრავალფეროვანი გიგანტის – თეორიული ათვისება-დაძლევის შემდეგ ვცადე ქართული ლექსწყობის გადახალისება-სისტემატიზაცია (ეს ეხება ლექსის სამივე მიმართულებას – კონვენციურ ლექსს, ვერლიბრს და ვერბლანს), რაც გულისხმობს ერთის მხრივ – ისეთი მეტრული ერთეულების ჯეროვან დამუშავებას, რომელთა დამოუკიდებელი მეტრული პოტენციალი, ფაქტობრივად, იგნორირებულია ქართულ ლექსში, და მეორეს მხრივ – ახალი საზომების (იზოსილაბურისაც და ჰეტეროსილაბურისაც) და ახალი რიტმული მოდელების კულტივირებას. ასე მივედი უკიდურესად ამბიციური მიზნის რეალიზებამდე – მეწერა მხოლოდ საკუთარი ფორმებით.
ამდენად, შეიქმნა ერთი დიდი სისტემა, რომელიც ბევრ ქვესისტემას აერთიანებს. ჩემი ამ მიმართულებით მუშაობა ემბრიონულად დაიწყო წინის წინა კრებულში (სახელწოდებით – „მგელი მაჯაზე“), სისტემური და სრულად გააზრებული სახე კი წინა კრებულში (სახელწოდებით – „კანალიზაციის ანგელოზები“) მიიღო. ეს ახალი კრებული წინა კრებულის (ნაწილობრივ – წინის წინა კრებულისაც) ლოგიკური გაგრძელებაა, ისევე, როგორც – დაწერილი და ჯერ გამოუცემელი ორი კრებული. ხოლო, აღნიშნული სისტემის (რომელიც ათეულობით საზომს მოიცავს) სრულ – დოზირებულ და ეტაპობრივ – რეალიზაციას კიდევ არაერთი კრებული და წელი დასჭირდება.
რაც შეეხება ლექსების კონცეპტუალურ-შინაარსობრივ მხარეს, – ამ მიმართულებით ძვირფასი მკითხველი თვითონაც მშვენივრად გაიკვლევს გზას.“ – ბექა ახალაია
კარტეგორია

ავტორი

გამომცემლობა

18,00 

Scroll to Top