კანალიზაციის ანგელოზები
ბექა ახალაიას ამ კრებულში უფრო სისტემურ სახეს იძენს წინა კრებულში ფორმირებული, თანამედროვე ქართული პოეზიის ვერსიფიკაციულად გაფართოების საკითხი, რომელიც ლექსის სამივე ტიპს – კონვენციურ ლექსს, ვერლიბრს და ვერბლანს – მოიცავს. კრებულში ისმის მხოლოდ და მხოლოდ საავტორო მეტრული და რიტმული ექოები, რაც ერთნაირად ხელშესახებია პოეტიკაში გარკვეული ლიტერატურათმცოდნისთვის თუ უბრალო მკითხველისთვის. ვერსიფიკაციულ მხარესთან სრულ უნისონშია ლექსების თემატურ-შინაარსობრივი მხარე – ავტორი, ემპირიულ მარაგთან ერთად, ობიექტური სინამდვილის, თითქმის ყველა, მნიშვნელოვანი ასპექტიდან იღებს შთაგონებას და თამამად, გააზრებულად გადის თემატური სტანდარტულობის საზღვრებიდან.
ავტორი | |
---|---|
გამომცემლობა | |
კარტეგორია | |
გვერდები | |
ფორმატი |
18,00 ₾