ქრისტიანთა თავისუფლების შესახებ (ჯიბის წიგნი)

ქრისტიანთა თავისუფლების შესახებ მსჯელობას ავტორი ორმაგი პარადოქსული დებულებით იწყებს – ამტკიცებს რა, ერთი მხრივ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ყველასა და ყოველივესაგან თავისუფალია და, მეორე მხრივ, რომ ის ვალდებულია ყველას ემსახურებოდეს. ამ პარადოქსს საფუძვლად უდევს ადამიანის ორგვარი ბუნება: ლუთერი შინაგან ანუ სულიერ ადამიანს გარეგანი ანუ ხორციელი ადამიანისაგან ასხვავებს. ამასთან, სულიერი ადამიანი ჭეშმარიტად ყოველივესგან – მათ შორის, საკუთარი ხორცის სატანჯველისაგანაც – თავისუფალია, არაფერზე და არავისზეა დამოკიდებული, გარდა ღვთისა, და რწმენის მეშვეობით მასთან მტკიცე კავშირს ამყარებს: რწმენა მორწმუნის სულსა და ქრისტეს შორის ქორწინების საწინდარია და როგორც ცოლ-ქმარს მატერიალური ქონებაც საერთო აქვთ და ხორცითაც ერთნი არიან, ასევე სულიც რწმენის მეშვეობით ქრისტეს ყოველგვარ სათნოებას ეზიარება, ხოლო ქრისტე მის ცოდვებს საკუთარ თავზე იღებს და აუქმებს.

ავტორი

გამომცემლობა

ფორმატი

კარტეგორია

გვერდები

მთარგმნელი

12,00 

Scroll to Top